სამშაბათი, 16.04.2024, 12:45
მოგესალმები სტუმარი | RSS

Ven მუსიკა ნოტები/ვიდეო-კარაოკე

ძიება

Register | Login

Clock

Translate

ბლოგი

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 30 » ალბერტ აინშტაინი - Albert Ainshtain
21:11
ალბერტ აინშტაინი - Albert Ainshtain


შეგიძლიათ იცხოვროთ ორნაირად: გჯეროდეთ, რომ სასწაული არ არსებობს, ან გჯეროდეთ, რომ ყოველივე ამ სამყაროში - სასწაულია. თუ ისე იცხოვრებთ, თითქოს არავითარი სასწაული არ არსებობს, წინააღმდეგობები არ გექნებათ. ხოლო თუ თქვენთვის ყველაფერი სასწაულია, ცხოვრების უმნიშვნელო სილამაზითაც დატკბებით. ორივე ხერხით ცხოვრება კი ბედნიერს და წარმატებულს გაგხდით.

ორი რამ რასაც საზღვარი არა აქვს: სამყარო და სისულელე.

ძალიან მნიშვნელოვანია არ შეწყვიტოთ კითხვების დასმა. ცნობისმოყვარეობა ადამიანს შემთხვევით არ მისცემია. სწორი გადაწყვეტილების საპოვნელად ჭკვიანი ადამიანები ყოველთვის სვამენ კითხვებს. შეეკითხეთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც. ახლის გაგებასთან ერთად საკუთარი ზრდის გაანალიზებასაც მოახერხებთ.

ჯერ თამაშის წესები უნდა ისწავლო. მერე კი ყველაზე უკეთ თამაში. ყოველივე გენიალური - მარტივია.

ცხვრის ფარის სრულუფლებიან წევრად რომ იქცე, ჯერ ცხვარი უნდა იყო. თუ გსურთ წარმატებული მეწარმე გახდეთ, ბიზნესი ახლავე უნდა დაიწყოთ. დაწყების სურვილი, მაგრამ შედეგების შიში შედეგს არ მოგიტანთ. და ეს წესი ცხოვრების ყველა სფეროში მოქმედებს.

როცა ვსწავლობ საკუთარ თავსა და აზროვნების წესს, მივდივარ დასკვნამდე, რომ წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი ჩემთვის გაცილებით მეტს ნიშნავდა, ვიდრე აბსტრაქტული აზროვნების სხვა ნებისმიერი ნიჭი. მიეცით თქვენს წარმოსახვასა და ფანტაზიას შესაძლებლობა, შექმნას ისეთი სამყარო, სადაც ისურვებდით ცხოვრებას.

ადამიანი ფასდება იმით, თუ რას აძლევს იგი ადამიანებს და არა წარმატებით. ეცადეთ, იყოთ არა წარმატებული, არამედ დაფასებული ადამიანი. თუ შევხედავთ დიდ

ადამიანებს, დავინახავთ, რომ თითოეულ მათგანს აქვს რაღაც მიცემული კაცობრიობისთვის. უნდა გასცეთ, რათა გქონდეთ აღების შესაძლებლობა. როცა თქვენი მიზანი ამ ქვეყანაზე ფასეულობათა გამრავლება ხდება, ცხოვრების ახალ საფეხურზე ადიხართ.

შემოქმედების საიდუმლოება მდგომარეობს საკუთარი აღმაფრენის წყაროთა დაფარვის უნარში.

ჩემს წარმოსახვაში მე თავისუფალი ვარ ვხატო, როგორც მხატვარმა. წარმოსახვა ცოდნაზე მნიშვნელოვანია! ცოდნა შეზღუდულია, წარმოსახვა კი სამყაროს მოიცავს. ის, რასაც დღეს კაცობრიობამ მიაღწია, ჩვენი პაპის პაპების წარმოსახვის წყალობითაა. მომავლის მიღწევები კი ჩვენი წარმოსახვის შედეგი იქნება.

განათლება არის ის, რაც რჩება ადამიანს, როცა ყველაფერი დაავიწყდება, რაც სკოლაში ასწავლეს.
30 წლის შემდეგ თქვენ უეჭველად დაგავიწყდებათ ყველაფერი, რასაც სკოლაში გასწავლიდნენ. გემახსოვრებათ მხოლოდ ის, რაც სინამდვილეში თავად ისწავლეთ.
კატეგორია: საკითხავი | ნანახია: 1694 | დაამატა: Ven | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

მინი-ჩეთი

სტატისტიკა

Block title

...

Google

Block title

«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31