სამშაბათი, 23.04.2024, 11:11
მოგესალმები სტუმარი | RSS

Ven მუსიკა ნოტები/ვიდეო-კარაოკე

ძიება

Register | Login

Clock

Translate

ბლოგი

მთავარი » 2010 » მარტი » 6 » გიტარის აწყობა
10:21
გიტარის აწყობა
როგორც გავიგეთ, არსებობს გიტარის უამრავი სახეობა(კლასიკური, აკუსტიკური/ელ-აკუსტიკური, ელექტრო და ა.შ.) და მათი ნაირსახეობები. ალბათ დაგაინტერესათ მათი სიმების აწყობის ტექნიკა. ნებისმიერი სახეობის გიტარის აწყობა ერთნაირად ხდება და სიმებიც ერთნაირად იწყობა ელექტრო თუ აკუსტიკურ გიტარაზე. თუ როგორ ხდება გიტარის აწყობა ამაზე ქვემოთ ვისაუბროთ.


ყველა გიტარაზე დაკვრის სწავლის მსურველი ვერ დაიკვეხნის ნოტების კარგი ცოდნით. ვინც ნოტებში ერკვევა მათთვის ეს სქემა გასაგები იქნება.
როგორც ვხედავთ, გიტარის აწყობა პიანინოს საშუალებითაც შეიძლება, თუ რა თქმა უნდა თვითნ პიანინო აწყობილია. ისე კი, გიტარაზე ნოტების განლაგება, სისქის მიხედვით თხელიდან სქელისაკენ ასეთია: მი, სი, სოლ, რე, ლა, მი. პირველი და ბოლო სიმი ერთი და იგივე ნოტია, უბრალოდ სხვა და სხვა ოქტავაში. პირველი სიმი იგივე შუა ოქტავის მი ნოტია.

ეს იმათთვის ვინც ნოტები იცის. ახლა იმათ ვისაც წარმოდგენაც არ აქვთ ნოტებზე. ყველაზე კარგი იქნება თუ ვისწავლით ნოტებს(სულ რაღაც 7 ნოტია მსოფლიოს მასშტაბით). მაგრამ უამისოდაც
შეიძლება
იტარის აწყობის სწავლა.სურათს თუ შევხედავთ დავინახავთ გიტარის გრიფს 1-დან 5-ლადის ჩათვლით. ლადების ეს რიცხვის საკმარისია გიტარის ასაწყობათ. პირველ რიგში უნდა ავაწყოთ პირველი სიმი, რომელიც სტანდარტულად მი ნოტია. მი ნოტის დასამახსოვრებლად საჭიროა დრო, და ისე არსებობს ხელსაწყოები რომლებიც გამოსცემენ მი ნოტის ხმას და იყიდებიან ნებისმიერ მუსიკალურ მაღაზიაში.

პირველი სიმის აწყობის შემდეგ ვაწყობთ მეორეს. ეს ასე ხდება: მეორე სიმს ვაჭერთ მეხუთე ლადში. მეხუთე ლადში დაჭერილ მეორე სიმს უნდა ჰქონდეს დაუჭერელი პირველი სიმის ხმა ანუ მი ნოტის ხმა. სიმ ვუჭერთ მეხუთე ლადიდან მეორე სიმზე თითს აუშვებლად მანამ, სანამ არ მივიღებთ მი ნოტს, ანუ პირველი სიმის ხმას.

შემდეგ სიმებზე პრინციპი იგივეა მესამე სიმის გარდა. მესამე სიმზე თითს ვაჭერთ მეოთხე ლადში და მანამ ვჭიმავთ სანამ არ მივიღებთ აწყობილი მეორე სიმის დაუჭერლად მიღებულ ხმას.

და ა.შ. მეექვსე სიმამდე. სქემას თუ შეხედავთ და თან ახსნასაც წაიკითხავთ, ყველაფერს ადვილად მიხვდებით. წარმატებები!


კატეგორია: სასარგებლო | ნანახია: 2497 | დაამატა: Ven | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 ShizURu  
0
xo vici eg sqema :)

სახელი *:
Email *:
კოდი *:

მინი-ჩეთი

სტატისტიკა

Block title

...

Google

Block title

«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031