ქართული საბავშვო სიმღერების ტექსტები და ვიდეო კარაოკე ნაწილი-1 - საბავშვო სიმღერები - მუსიკა(ნოტები) - ფაილების კატალოგი - VEN
ხუთშაბათი, 21.08.2014, 18:01
მოგესალმები სტუმარი | RSS

Ven მუსიკა ნოტები/ვიდეო-კარაოკე

ძიება

Register | Login

Clock

Translate

ფაილების კატალოგი

მთავარი » ფაილები » მუსიკა(ნოტები) » საბავშვო სიმღერები

ქართული საბავშვო სიმღერების ტექსტები და ვიდეო კარაოკე ნაწილი-1
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (26.3Kb) ] 21.02.2011, 01:34
თამუნა ამონაშვილი – საქათმეში შეპარულა მელა

Tamuna Amonashvili -- Saqatmeshi sheparula mela

.. საქათმეში შეპარულა მელა
ქათმებს ეჩურჩულებოდა ნელა,
შენ მამალო გააჩუმე ენა
შენ დედალო წამომყევი ნელა.

მისამღერი:
.. არაო, არაო მელა მატყუარაო X2

საქათმეში შეპარულა მელა
ქათმებს ეჩურჩულებოდა ნელა,
აგიშენებთ დიდ საქათმეს ტყეში
ჩავარდებით ჯერ არ ნახულ ბედში.

მისამღერი X2
..

Basti Bubu -- Guli mgheris

რა დილა თენდება
სიმღერა მინდება
ფოთოლთა შრიალი , ფრინველთა ხმა
სიხარულს მპირდება.

მისამღერი:
გული მღერის, გული ხარობს,
..ბრუნავს დედამიწა,
უღრუბლო ცა, კრიალა ზღვა,
რა გინდა სხვა X2

ფრინავენ პეპლები,
ათასფერ ფერებად
თუ გაგიფრინდება დღეს ერთი
ხვალ ასი დაბრუნდება.

მისამღერი

Vakhtang Kakhidze -- Kvanchala

..ყვავო ყვავო ყვანჩალა
ვის უგალობ ვისა?
შენ გიგალობ პატარა
დილა მშვიდობისა! X3

Mariam Roinishvili -- Ghame nateli
(Silent Night)

საოცარ ცას, იდუმალ ცას
ზამთარი შეკაზმავს
ზეცას ნათელი მოეფინა
მიწას უფალი მოევლინა.
მესმის გალობის ხმა
ხარობს მიწა და ცა.

საოცარ ცას, იდუმალ ცას
ზამთარი შეკაზმავს
ქრისტე იშვაო გიხაროდეს
ცით ანგელოზნი გვიგალობენ,
ვხარობთ -- ალილო
ვგალობთ -- ალილო.

საოცარ ცას, იდუმალ ცას
ზამთარი შეკაზმავს,
ცა მშვიდი და ნათელია
ყველა სარკმელში სანთელია,
ვხარობთ -- ალილო
ვგალობთ -- ალილო.

ვასიკო ოდიშვილი – ეს სულ ერთია

Vasiko Odishvili -- Es sul ertia

დაბურულ უღრან ტყეს
დღეს ერთი რამ აფიქრებს
დაბნეულ ცხოველებს
ვერავინ ამშვიდებს.

ნადირთა ხელმწიფეს
არავინ აღარ უსმენს
მარტო მშიშარა კურდღელი
ამბობს სიმართლეს.

მისამღერი:
ეს სულ ერთია, ყველა ერთია
მელა თუ მგელი კრავის ნიღაბით
ეს სულ ერთია, ყველა ერთია
სწორად იცხოვრეთ და მშვიდად იყავით.

გარეულ ცხოველებს
მხოლოდ ისღა აწუხებს
ნეტავ ვინ მოირგებს
ხელმწიფის სავარძელს.

არეულობის დროს
სიტყვას კურდღელი იღებს
ისევ ის შეშინებული ხმით
ამბობს სიმართლეს.

..მისამღერი X5

რობერტ ბარძიმაშვილი – ჩემო ფერია

Robert Bardzimashvili -- Chemo feria
(Music: Elvis Presley)

მთვარე ტალღებს ანათებს ვერცხლისფერებად
თმებზე თბილი ნიავი მომოფერება.

მისამღერი:
ღამე როგორც ზღაპარი სიზმრის ფერია
შენ არ სჩანხარ აქამდე ჩემო ფერია,
ღამე როგორც ზღაპარი სიზმრის ფერია
შენ ხარ ჩემი სიზმარი ჩემო ფერია.

სიზმრად შენი ხატება მომეალერსა
შენ კი სად ხარ არ ვიცი, რომელ მხარესა,
მოდი, დაგველოდება ოცნების ნავი
თორემ წლები მიჰქრიან როგორც ნიავი.

მისამღერი

Nino Chkheidze & Mariko -- Gzaze mirbis kurdgheli

..გზაზე მირბის კურდღელი ცელქი პრანჭია X2
სკუპ, სკუპ, სკუპ სკუპ, ცელქი პრანჭია X2
ჯერ შემოხვდა მელია, გამარჯობა ბაჭია
რა ლამაზი ფურთუკი გაცვია.
შეეშინდა ბაჭიას, სოროსაკენ გასწია.
..გაუკვირდა მელიას: უი, რა უზრდელია!
რა ეწყინა საკვირველია? X2
X2

ვია 75 – ლამპიონები

Levan Lazarishvili & Robert Bardzimashvili – Lampionebi (Debiuti)
ლევან ლაზარიშვილი & რობერტ ბარძიმაშვილი (ვია 75) – ლამპიონები (დებიუტი)

(პირველ ნაბიჯებს დგამ ესტრადაზე და ეს სამყაროს ზღაპარს წააგავს.
სასწაულებით ის არის სავსე, ბედნიერ ღიმილს ცრემლიც თან ახლავს. არ გეშინია? – არა)

მე მაოცებებს ლამპიონები
ამ ლამაზ სცენას რომ ანათებენ
მე მოვდიოდი თქვენსკენ ოცნებით
და თუ ავმღერდი ნუ გამაჩერებთ.

(ყოველ ახალ წელს ახალი მოაქვს, აქ სხვები იდგნენ ახლა შენ დგახარ.
ყველა ქართველის დალოცვის დროა, შენ საქართველო გიყურებს ახლა. არ გეშინია?)

..დაგბედებოდეთ ნატვრის ახდენა,
და სიყვარული ბავშვივით წრფელი
ახალგაზრდობა და აღმაფრენა,
მომილოცნია ახალი წელი X2

ზუკა & ქუჩის ბიჭები – ჩიორა

Zuka & Quchis bichebi – Chiora
(მუსიკა: ზ. ლალიაშვილი)

იყო და არა იყო რა, იყო ჩიტი ჩიორა
ფრთამალი, ნაცარა, მგალობელი პატარა.
ალიონზე როცა გალობდა ყურს უგდებდნენ ტყეში ჩიტები
ღმერთმა მისცა და უწყალობა პაწაწინა ფრთები.

მისამღერი:
ჩიტო ჩიორა უარს ნუ მეტყვი, უარს ნუ მეტყვი
გულს რომ იჯერებ ზეცაში ფრენით, ზეცაში ფრენით
მე სხვას არაფერს არ გევედრები, არ გევედრები
მაჩუქე შენი პატარა ფრთები, პატარა ფრთები.
მეც მინდა ვიყო ჩიორა, მინდა ზეცაში აფრენა
ნეტავი შემეძლოს ჩემი ნატვრის ახდენა.
ალიონზე ავფრინდებოდი ზეცას ფრენით გავანათებდი
ჩემი ფრენით ჩემი გალობით მთელ ქვეყანას გავახარებდი.

მისამღერი

მინდვრად ნუ მოწყვეტ ბაღის ყვავილებს
პეპლებს ნუ დასდევ, ნუ დასდევ ბადით.
შენი გალობით სმენა დაატკბე
დაჰფენ პატარავ ამქვეყნად მადლი.

მისამღერი (2-ჯერ)

ეკა კახიანი – მერი პოპინსი

Eka Kakhiani – Meri Popinsi

ზღაპრული სამყარო, ციფერი ცა
და ია-იებით მორთული გზა,
ღრუბლები ფუმფულა ხალიჩას გავს
და ჩემი ქოლგა კი მიყვება ქარს.

..ბავშვების გულისთქმას თუ გაიგებ
ამოვა მზე, წვიმა გადაიღებს. X2

ბავშობა უეცრად მიხურავს კარს,
ვერ დაბრუნდები, ვერ ნახავ გზას
და თუკი ცხოვრება კვლავ გაძლევს შანსს
ეს, ბედის ვარსკვლავი გიღიმის სჩანს.

..ბავშვების გულისთქმას თუ გაიგებ
ამოვა მზე, წვიმა გადაიღებს. X2

მე გასწავლით ბავშვებო სასაცილო სიტყვას
და ეს სიტყვა ჯადოსნური მაშინ უნდა ითქვას.
თუ გინდა რომ გამოგესხას ოცნებების ფრთები
სიტყვას იტყვი და მაშინვე ცაში აფრინდები.

..სუპერ კალი ფრაჟე ლისტი ესპიალი დოლშეს X4

თუ ეს სიტყვა მოგეჩვენა სასაცილო სიტყვად
იცოდე რომ აქ ეს სიტყვა დღეს პირველად ითქვა.
ეს სიტყვაა გრძელზე გრძელი სხვა ვერ შეედრება
თუ მას ერთხელ მაინც იტყვი, არ დაგავიწყდება.

..სუპერ კალი ფრაჟე ლისტი ესპიალი დოლშეს X12

სალომე გავსიანი & ფესვები – იღიმება ლურჯთვალება ია

Salome & Fesvebi – Ighimeba lurjtvaleba ia
( მუსიკა: რევაზ ლაღიძე; ლექსი: პეტრე გრუზინსკი; არანჟ. გ. მაჭარაშვილი)

გაზაფხულდა, აყვავილდა ნუში,
იღიმება ლურჯთვალება ია .
სითბო ისე შემოიჭრა გულში,
თითქოს გულის კარი დამრჩა ღია.

ვარდობისთვეს როგორ გავძლო მარტო,
ყვავილების ფიფქი ცვივა ციდან.
ყვავილების სურნელება მათრობს
და ბავშვივით მოფერება მინდა.

ჩქარა, თორემ იასამნის სურნელს
დრო გაატანს გაზაფხულის ნიავს,
სიჭაბუკე სიზმარივით წავა
და იქნება ყველაფერი გვიან.

გავლენ წლები დაზამთრდება სულში,
წავა რასაც სიჭაბუკე ქვია,
და რაც ასე ახლო იყო გუშინ,
ხვალ იქნება უსასრულოდ გვიან..

მოდი, სანამ სხვა შენს ნაცვლად მოვა,
გამიქარვებს სევდასა და ნაღველს.

თიკა ჯამბურია – ჯეირანი

Tika Jamburia – Jeirani
(ინტერპრეტაცია: რუსუდან ბახტაძე)

პატარა ბიჭი დამეკარგა წითელპერანგა X2
ან ავლილი ან ჩავლილი ხომ არ გინახავთ. X2

უშენობით ჯეირანო მომიწყენია
დარდის გარდა მე ამ ქვეყნად რა დამრჩენია
თანაც ვგალობ თან ცრემლები ჩამომდენია
ვითომ ვგალობ თან ცრემლები ჩამომდენია.

ნაჭერ -ნაჭერ ღრუბლი მოდის მაღლა ციდანა X2
ის დავკარგე ვინაც მყავდა ვინაც მიყვარდა. X2
პატარა ბიჭი დამეკარგა…

პატარა ბიჭი დამეკარგა წითელპერანგა X2
ან ავლილი ან ჩავლილი ხომ არ გინახავთ. X2
აღარა მყავს პატარა ბიჭი წითელპერანგა.



GeoLyrics.com

კატეგორია: საბავშვო სიმღერები | დაამატა: Ven
ნანახია: 25582 | რამოტვირთვები: 645 | კომენტარი: 13 | რეიტინგი: 4.6/25
სულ კომენტარები: 121 2 »
1 marishka2847   (29.04.2011 18:00)
au "tendeba tendeba axali weli dgeba" dadet ra karaoke tavisi sityvebit

2 Ven   (09.07.2011 02:36)
ვინ ასრულებს მაგ სიმგერას ?თხოვნები მომწერეთ სტუმრების წინგში ან მინი-ჩეთში რომ თვალსაჩინო იყოს ჩემთვის დათხოვნის შესრულება მოკლე დროში შევძლო

3 NIAKO1998   (03.12.2012 17:40)
auu gtxovt beras simgera dadet karaoketi tavis sityvebit ra gtxovt

4 gio gio   (14.12.2012 20:29)
auu au "tendeba tendeba axali weli dgeba" dadet ra karaoke tavisi sityvebit dadet ra komdedi shous bichebma imgera profilshi

5 elene   (28.02.2013 20:02)
dzalian magari saitia da simgerebi momwonsssss

6 elene   (28.02.2013 20:03)
dzalian magari saitia da simgerebiaaa momwonss

7 mindia   (27.04.2013 16:28)
martooo karaokee sadd vnaxooo vinc icitt damikomeret raa

8 mindia   (27.04.2013 16:28)
chitoo chiorasiii

9 elene   (07.08.2013 12:03)
marto karaoke

10 elene   (07.08.2013 12:04)
gtxovt rom marto karaoke iyos minda rom me marto vimgero

11 Ven   (12.08.2013 10:08)
elene marto karaoke zogi erti simgeris mp3 versiac devs saitze,

1-10 11-11
სახელი *:
Email:
კოდი *:

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა

Block title

...

Google