ლუი დენიელ არმსტრონგი (ინგ. Louis Daniel Armstrong) (*4 აგვისტო, 1901 - გ.6 ივლისი, 1971) (აგრეთვე მეტსახელებით საჩმო (Satchmo) და პოპსი (Pops)) - ამერიკელი ჯაზის მუსიკოსი. არმსტრონგი ქარიზმატული, მუდამ ახლის მაძიებელი შემსრულებელი იყო, რომლის მუსიკალურმა ტალანტმა და ბრწყინვალე პიროვნულმა თვისებებმა ჯაზის უხეში რეგიონალური საცეკვაო მუსიკიდან პოპულარულ მხატვრულ ფორმად ტრანსფორმაცია მოახდინა. შესაძლოა მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილმა ჯაზის მუსიკოსმა პირველად პოპულარობა საყვირზე შესრულებით მოიპოვა, თუმცა კარიერის ბოლოსკენ ის უკვე განთქმული იყო როგორც საუკეთესო ვოკალისტი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯაზის მომღერალი.