პარასკევი, 29.03.2024, 18:32
მოგესალმები სტუმარი | RSS

Ven მუსიკა ნოტები/ვიდეო-კარაოკე

ძიება

Register | Login

Clock

Translate

ფაილების კატალოგი

მთავარი » ფაილები » მუსიკა(ნოტები) » საბავშვო სიმღერები

ქართული სიმღერების ტექსტები და ვიდეო კარაოკე ნაწილი-2
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (26.3 Kb) ] 24.02.2011, 22:16
ინოლა გურგულია – ქარი კვლავ არხევს ნაცნობ ლელიანს

Inola Gurgulia -- Qari kvlav arkhevs natsnob lelians
(მუსიკა: დავით თორაძე)

ქარი კვლავ არხევს ნაცნობ ლელიანს
და ბულბულები ისევ მღერიან.

კვლავ ძველებურად გველიან,
ჩვენი ნაცნობი ვერხვები,
ჩვენ კი არასდროს აღარ შევხვდებით.

დღეს ჩვენი გზები დაშორდნენ,
დაშორდნენ ცივად, უხეშად
და მოგონება დამრჩა ნუგეშად.

გზა მშვიდობისა, კარგად მენახე,
თუ მოგენატრო, ნუ დამიძახებ.

რაც უკვე გაქრა, წავიდა,
ვეღარ დავიწყებ თავიდან.
არ დამიძახო, გესმის, არ მინდა.

განმეორება ძნელია, თუმცა ვერხვებიც გველიან
და ბულბულები ისევ მღერიან.

OST – საზამთრო

OST -- Sazamtro
(სიმღერა მულტფილმიდან)
(კომპოზიტორი: ჯანსუღ კახიძე, ტექსტი: პეტრე გრუზინსკი)

(მზის სიმღერა)

აქაც მე ვარ იქაც მე ვარ
ჩემმა მზემ რომ თვითონ მზე ვარ
მოვედი და ჩემ მზეს ვფიცავ,
ვებერთელა დედამიწამ თვალი დააჭყიტა.

მისამღერი (A) :
..რირაო, რერაო, რერა რირაორერა
ორერა რირაო რერა.
..რა კარგია ეს ქვეყანა X2

ღამე წავა დილა მოდის,
პაწაწინა თესლს ჩავაგდებ
აბა ნახე რა ამოდის?!

მისამღერი

გარეთ მე ვარ, შინაც მე ვარ
იმიტომ რომ მზე ვარ, მზე ვარ,
ამოვალ და ლურჯი ციდან
..თვალს ჩავუკრავ ვისაც მინდა X2

მისამღერი

(გლეხის სიმღერა)

ნახეთ ჩემთან დღეს რა მოდის
დავთესავ და მთა ამოდის,
არც მაწყენს და არც თავს მატკენს
და ლოთობით ვერ დამათრობს
ვენაცვალე ამ საზამთროს.

მისამღერი

ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო
ქვეყნად საქმე აღარ იყო
ჩვენი პეტრე ძილითა და
..უსაქმობით მომკვდარიყო X2

მისამღერი

(მზის სიმღერა)

მიდი პავლე, მიდი მალე
დაუბრმავე შენს მტერს თვალი
..თორმეტ ქორწილს გადაიხდის X2
ამისთანა მოსავალი.

მისამღერი.

(მთვარის სიმღერა)

ეს ცხოვრება სიხარულით სავსეა
დარდი-მანდი კაცის წესი ასეა
დღისით ცხელა უძილობა თარსია
ღამით გრილა დოქი ღვინით სავსეა.

გემო ვიცი დღე ღამეში გავცვალე
მთელი ღუნდი ყურძნის წვენი დავცალე,
ან რას მერჩით მე ქეიფი მაცალეთ
გემო ვიცი დღე ღამეში გავცვალე.

მისამღერი (B):
დივლი, დავლი, დავლი დივლი
დივლი, დივლი, რანუნი, რანუნი რა.

გემო ვიცი დღე ღამეში გავცვალე.

მოყვარე ხარ, განა პეტრე სხვისი ხარ
ეს საზამთრო გიფეშქაშო ღირსი ხარ,
მზე ამოვა ქვეყნად ხანძარს აანთებს
..მე არ დავწვავ იმნაირად ვანათებ.

მისამღერი ..

(მზის სიმღერა)

აქაც მე ვარ იქაც მე ვარ
ჩემმა მზემ რომ თვითონ მზე ვარ,
მოვედი და ჩემ მზეს ვფიცავ,
ვებერთელა დედამიწამ თვალი დააჭყიტა.

მისამღერი (A) :
..რირაო, რერაო, რერა რირაორერა
ორერა რირაო რერა.

(გლეხის სიმღერა)
ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო
ქვეყნად საქმე აღარ იყო
ჩვენი პეტრე დილიდან და
..უსაქმობით მომცდარიყო X2

მისამღერი

ო, ო, ო, ო, რერა რირა ორერა.

რომა რცხილაძე – ნატვრის ხე

Roma Rtskhiladze -- Natvris khe
(ტექსტი ნ. ერგემლიძე)

ნატვრის ხეო, ნატვრის ხევ,
სული ნატვრით ამივსე, ნატვრის ხე.
ხშირად ასეც ხდებოდა, ნატვრა ამიხდებოდა, ნატვრის ხე.
ცა და მიწა მღეროდა, სასწაულის მჯეროდა, ნატვრის ხე.
მზეს ღიმილით ვხვდებოდი და სიცოცხლით ვტკბებოდი, ნატვრის ხე.

ნატვრის ხეო, ნატვრის ხევ,
სული ნატვრით ამივსე, ნატვრის ხე.
ცა და მიწა მღეროდა, სასწაულის მჯეროდა, ნატვრის ხე.
..ჩუმად თავი დახარე, ვერაფრით გამახარე, ნატვრის ხე.
ქვეყნად თურმე ხდებოდა ნატვრის ხეც კი ხმებოდა, ხმებოდა X2
ნატვრის ხე.

ნინი შერმადინი – ფრთები

Nini Shermadini -- Frtebi

შენ ზიხარ მარტო ვერ იტან სხვებს
შენ გინდა ფრენა ოცნებობ ფრთებს
შენ გინდა ცაში და ნატრობ ერთს
ცივი ხელებით შეეხო მზეს.

მისამღერი:
მე აქ ვარ, შენთან ვარ დღეს
ჩვენ ვიფრენთ ერთად ბევრს,
მე დღეს შენ გჩუქნი ფრთებს
რომ გადავუფრინოთ მზეს.

შენ ისევ ჩუმად მიყვები გზას
და კვლავ დაეძებ შენს ოცნებას,
შენ დგახარ მარტო და ფიქრობ ერთს
შენ გინდა მალე შეეხო მზეს.

..მისამღერი X2

მერაბ სეფაშვილი & ანანო მჟავია – დეკემბერი

Merab Sepashvili & Anano Mjavia – Dekemberi
(ტექსტი: ვანო ჩხიკვაძე)

..დეკემბერი, დეკემბერი,
ვაი, უკვე ვეღარ შველის
უკანასკნელ მოფარფატე ფოთოლს.

შენ მისამართს ისევ ვეძებ,
შემოდგომის ყვითელ გზებზე,
ალბათ, მალე თეთრი სევდა მოთოვს.

გადაივლის ეს ზამთარი
მიყუჩდება მკერდში ქარი,
მაგრამ მაინც უშენობა შემშლის,

რადგან ისევ მოვა მარტი,
და ფერდობზე ჩამობარდნილ
ყოჩივარდებს აიტაცებს ხელში. X2

აჩიკო მეფარიძე & ვერიკო ტურაშვილი – მიდიან დღეები

Achiko Meparidze & Veriko Turashvili – Midian dgheebi
(მუსიკა: პეკე, ტექსტი: ი. სანიკიძე)

დრო რა უცებ გაპარულა, დარჩენილა ჩუმი სევდა
ეს სიტყვები სიყვარულის, ალბათ გუშინ უნდა მეთქვა,
მოგონების გარდა ყველაფერი ქრება.

მისამღერი:
მიდიან დღეები, მე ვეღარ ველევი
სიყვარულს რაც იყო გუშინ,
მიდან დღეები, წარსულის ფერები
მაინც დარჩებიან სულში.

მე გელოდი, არ ვიცოდი, რომ ოცნება სადღაც გაქრა
უსასრულო მოლოდინი, მონატრებას უფრო გავდა,
ყველაფერი ქრება მოგონების გარდა.

მისამღერი

მონატრება გააღვიძებს სულში მიძინებულ ფიქრებს,
როგორ მინდა ყველაფერი სიზმრებიდან ცხადად იქცეს.

მისამღერი

ეკა მამალაძე & ნიკო ბერიძე – შენი ერთადერთობით

Eka Mamaladze & Niko Beridze – Sheni ertadertobit/rusudan sebiskveradze

ვერ გავუძელი ვარსკვლავთა ციმციმს და გულმა შენკენ გამოიწია.
შენა ხარ ჩემი ლოცვა და ფიცი და მე უშენოდ არ შემიძლია.
ცხოვრებაში ათასნაირ გასართობით ვერთობით
რანაირად გამაოცე შენი ერთადერთობით.

სიჭაბუკე დამიმშვენე მთის წვერით და ფერდობით,
სიბერამდე მიმაცილე შენი ერთადერთობით.

გეძებ. გეძახი ვერ გაგაგონე, გული მტკივა და დამედე წამლად,
ალბათ ძალიან გიყვარვარ თორემ ასეთ დროს ჩემთან რამ მოგიყვანა?
ცხოვრებაში ათასნაირ გასართობით ვერთობით
რანაირად გამაოცე შენი ერთადერთობით.

სიჭაბუკე დამიმშვენე მთის წვერით და ფერდობით,
სიბერამდე მიმაცილე შენი ერთადერთობით.

ბესიკ კალანდაძე – თუკი გესიზმრები

Besik Kalandadze – Tuki gesizmrebi
(ავტორი: ნუგზარ ერგემლიძე)

თუკი გესიზმრები, თუკი გელანდები
თუკი გენატრება ჩემი ხმა

მისამღერი:
რატომ გამირბიხარ რატომ მემალები
რატომ გამითეთრე კარგო თმა

მისამღერი: X2

თუკი ჩემი სახე შენში ისევ ცოცხლობს
თუკი არ გაუღე გული სხვას

მისამღერი: X2

მერაბ სეფაშვილი & მარიკა ბარათაშვილი – იძინებს მზე

Merab Sepashvili & Marika Baratashvili -- Idzinebs mze
(ტექსტი: მორის ფოცხიშვილი, მუსიკა: ნუგზარ ვაწაძე)

იძინებს მზე, ფოთლების გალობას ვისმენ
ოცნების გზებს, ოცნებით გავყურებ ისევ
ვიხსენებ მე, მიყვარდი, რატომღაც მჯეროდა შენი
მე მაინც ყველაფრის მჯეროდა
ვიხსენებ მე იისფერ ნისლებს
იცოდე შენ გიცდი შენ.

იძინებს მზე, ფოთლების გალობას ვისმენ
ოცნების გზებს, ოცნებით გავყურებ ისევ
ვიხსენებ მე, მიყვარდი, რატომღაც მჯეროდა შენი
მე მაინც ყველაფრის მჯეროდა
ვიხსენებ მე იისფერ ნისლებს
დამიბრუნდი შენ გიცდი შენ.

ვიხსენებ მე, მიყვარდი, რატომღაც მჯეროდა შენი
მე მაინც ყველაფრის მჯეროდა.

მზე ჩადის, მზე მიაქვს ნისლებს
დამიბრუნდი შენ გიცდი შენ.

მზე ჩადის, მზე მიაქვს ღრუბლებს
.. დამიბრუნდი .. შენ გიცდი შენ X3



GeoLyrics.com

კატეგორია: საბავშვო სიმღერები | დაამატა: Ven
ნანახია: 47807 | რამოტვირთვები: 643 | კომენტარი: 9 | რეიტინგი: 3.9/13
სულ კომენტარები: 9
1 Ven  
0

2 მირან <3  
1
უმაგრესსსსსსსსსსსსსსს

3 Ven  
0

4 მირან <3  
0
აუ მისჰველეტ რა გეხვეწებიტ ან ლინკი გამომიგზავნეთ სად ვნახო ინოლა გურგულიას უსჰენოოდ მზეარ მზეობსუსჰენოდ

5 Ven  
0
თქვენი ტხოვნა შესრულებულია

უშენოდ
თოვლია გარეთ თეთრი ფანტელი.
ჩემს ფანჯარასთან ცრემლივით დადნა.
არ ვიცი ასე რად მენატრები,
მიყვარხარ, მიყვარხარ ძლიერ..

უშენოდ მზე არ მზეობს, უშენოდ,
სიცოცხლეც არ მინდა, უშენოდ. X2

მე სიყვარულმა შემქმნა ამგვარი,
რომ ყველა ბოროტს სიკეთით ვძლიო.
რა არის ქვეყნად სხვა ამის ფასი,
მიყვარხარ, მიყვარხარ ძლიერ..

უშენოდ მზე არ მზეობს, უშენოდ..
სიცოცხლეც არ მინდა, უშენოდ. X2

ნინო ჩხეიძე_უშენოდ video


6 mari  
0
inola gurgulias adamiani simger ar aris

7 დათო  
0
რაი გინდებიან ჭო?

8 თეა  
0
გამარჯობა.თუ შეგიძლიათ ნატო გელაშვილი,ს,, მიყვარხარო,, კარაოკე დამიდოთ.მადლობა წინასწარ

9 sosokevxishvili  
0
gamarjobatshegizliat fandura beqauris satrfialo dadot karaoke ogond marto musika subtitrebit

სახელი *:
Email *:
კოდი *:

მინი-ჩეთი

სტატისტიკა

Block title

...

Google