ხუთშაბათი, 25.04.2024, 20:28
მოგესალმები სტუმარი | RSS

Ven მუსიკა ნოტები/ვიდეო-კარაოკე

ძიება

Register | Login

Clock

Translate

მთავარი » 2011 » თებერვალი » 9 » პირველი თოვლის სიმღერა
21:36
პირველი თოვლის სიმღერა
ნანახია: 1213 | დაამატა: Ven | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
1 Ven  
0
[/b]დიმიტრი ტატიშვილი - პირველი თოვლის სიმღერა

წუხელ თოვდა,
ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი,
გენახე და ძილში თბილად დაგეხურე...
მე ავდექი პირველ თოვლზე განთიადში
და ვეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს.

დაეყარა სახლებზე და ვერის გზაზე
თოვლი, თეთრად დასახული,
ასე თეთრად, გულუბრყვილოდ ჰყვავის ასე
იმერეთში ტყემლის ხეზე გაზაფხული.

ჰყვავის ასე,
და განთიადს მიხალისებს
ეს ზამთარიც, დეკემბერში თოვლის ხვავი,
ის თბილისის ხეივნებში კიპარისებს
იმერულად გამოასხამს ტყემლის ყვავილს.

დგას ბუცები ვერის ბაღში, შემკრთალები,
ზედ თოვლია თუ ფრიალი ფაფანაკთა?!
ანდა იქნებ ავჭალიდან თეთრ კარვებით
ადგა ჯარი და თბილისში დაბანაკდა?!

რა თოვლია!
შენობებს და ბაღში ხარდანს
ფარავს, თეთრად დასახული...
ეს პირველი თოვაც ისე გამეხარდა,
როგორც გუშინ მიხაროდა გაზაფხული.

მიხარია,
ცხელ ზაფხულის დაბრუნებაც,
წვიმაც, ქარიც, უსაქმურად დანაბერი...
ბევრი კარგი რამ სცოდნია ამ ბუნებას,
მაგრამ, კარგო, შენისთანა არაფერი!
ირაკლი აბაშიძე
[b][i]

love


სახელი *:
Email *:
კოდი *:

მინი-ჩეთი

სტატისტიკა

Block title

...

Google

Block title

«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28