ბუნებრივი კატაკლიზმები, რომლებმაც დედამიწის ბრუნვის სიჩქარე შეცვალა - სხვადასხვა - სტატიების კატალოგი - VEN
შაბათი, 03.12.2016, 03:19
მოგესალმები სტუმარი | RSS

Ven მუსიკა ნოტები/ვიდეო-კარაოკე

კატეგორია

ძიება

Register | Login

Clock

Translate

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » სხვადასხვა

ბუნებრივი კატაკლიზმები, რომლებმაც დედამიწის ბრუნვის სიჩქარე შეცვალა
ბუნებრივი კატაკლიზმები რომლებმაც დედამიწის ბრუნვის სიჩქარე შეცვალა, ჰაიტისა და ჩილეში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებებმა

შესაძლოა პლანეტაზე რამდენიმე წელში სერიოზული ცვლილებები გამოიწვიოს.
ამ დროსთვის ცნობილია, რომ დღე-ღამის 24 საათიანი ხანგრძლიოვა საგრძნობლად შემცირდა, თავად დედამიწა ღერძიდან 8 სმ-ით გადაიხარა.

ჩილეში მომხდარი 8.8 ბალიანი მიწისძვრის შემდეგ დედამიწა უფრო სწრაფად ბრუნავს, ეს დასკვნა მეცნიერებმა პლანეტის გადაადგილებაზე დაკვირვების შედეგად გამოიტანეს. ცნობილია, რომ დედამიწა 11 უზარმაზარ ზომის ფილებითაა დაყოფილი, სწორედ ამ ფილების შეჯახება იწვევს სხვა-და-სხვა სიძლიერის მიწისძვრებს.
ერთერთი ასეთი მძლავრი შეჯახება ჩილეს მიწისძვრის დროს მოხდა, რამაც დღე-ღამის 24 საათიანი პერიოდი შეამცირა.

მიჩიო კაუ:
ციტატა
ეს იყო უძლიერესი მიწისძვრა, რამდენიმე ასეული მილზე ფილებმა შეიცვალეს ადგილი სიღრმეში, რამაც გაზარდა ბრუნვის სიჩქარე, დედამიწა კი შეუკუმშა.
მაგალითად: როდესაც მოციგურავეს ხელები უფრო ცენტრისკენ მიაქვს, ის უფრო სწრაფად იწყებს ტრიალს, რათქმაუნდა ჩვენ ამ ცვლილებას ვერძ ვიგრძნობთ.

მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების დასკვნაზე დაყრდნობით, კაცობრიობა 24 სთ იან რეჟიმში ცხოვრებას ვეღარ გააგრძელებს, ეს დრო ჩილეში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 1.27 მიკრო წამით შემცირდა, დედამიწის ფილებმა მოძრაობა სიღრმისკენ დაიწყეს, რამაც სამყაროს ღერძზე ბრუნვა ააჩქარა და მისი შეკუმშვა გამოიწვია.
დღეს თითქმის ყველა მეცნიერი ამ მოვლენას, საბედისწერო ცვლილებად აფასებს.

ანდრეას რიტბროკი:
ციტატა
მიწისძვრა ავრცელებს მასებს და იხრება ზედაპირზე, როდესაც ასეთი ძლიერი ბიძგები ხდება საუბარია დახლოებით 200 კმ და 40 დან 100 კმ სიღრმის მონაკვეთებზე, იცვლება დედამიწის ზედაპირი და ხელახლა ვრცელდება მასა, იცვლება დედამიწის ბრუნვის სიჩქარე, ის სწრაფად აღარ ბრუნავს და ამიტომ იცვლება დღის ხანგრძლივობაც
ეს საბედისწერო ცვლილებაა.

ძლიერმა ბიძგებმა დროის შემცირების გარდა კიდევ ერთ საგანგაშო ცვლილება გამოიწვის, ასტრონომების დაკვირვებით დედამიწამ ღერძიდან 8-სმ ით გადაინაცვლა, მეცნიერები ზუსტად არ არიან დარწმუნებულნი, ცვლილებები მხოლოდ ძლიერი ბიძგების შედეგია თუ მასზე კიდევ სხვა მოვლენები მოქმედებს, მათთვის ცნობილი ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის, რომ დედამიწის მასა იცვლება.

დედამიწაზე უზარმაზარი ნაპრალი გაჩნდა, 50 გიგატონა ენერგია წარმოიქმნა, მიწის მასა ზემოთ ავიდა და ფილებიც ერთანეთის მიყოლებით გადაადგილდა, ეს დედამიწის ბრუნვის ცვლილებას იწვევს და ოდნავ ამცირებს მის სიჩქარეს, საუბარია წამის მემილიონედზე, ყველას გვინახავს გრაფიკულად როგორ ბრუნავს დედამიწა მზის გარშემო, მაგრამ ახლა არც ორბიტაა სრულყოფილი და არც ბრუნვა ის 8 წმ-ითაა გადახრილი.

მიწისძვრის შედეგად გამოწვეულ გლობალურ პრობლემებს ქართველი მეცნიერებიც აკვირდებიან. ასტრონომები განმარტავენ, რომ დედამიწა ცოცხალი ორგანიზმია და ამიტომ რა შედეგს გამოიტანს ეს ცვლილება, არავინ იცის.

მიხეილ ელაშვილი:
ციტატა
არაფერი არ არის დედამიწაზე მუდმივი, ჩილეს მიწისძვრის მერე, რომ მოდელირება მოახდინეს ამ ცვლილებების, იქ ერთერთი ვარიანტი იყო გამოთქმული, რომ დედამიწის რადიუსი შეიცვალა.

თეა გოდოლაძე:
ციტატა
როდესაც ასეთ დიდი მოვლენა(მიწისძვრა) ხდება, და გამოიყოფა ასეთი დიდი ენერგია რათქმაუნდა ხდება მასების გადაადგილება, და ეს რათქმაუნდა იწვევს ძვლილებებს ზპგადად დედამიწაზე.

დედამიწაზე დაკვირვებებს დღეს მსოფლიოს ყველა სამეცნიერო ლაბორატორიაში აწარმოებენ, არავინ იცის კიდევ რა აღოჩენები გაკეთდება, თუმცა ცნობილია, რომ მოვლენა რომელსაც ასტროლოგები 2012 წელს ელოდებიან, მზის აქტივობის მომატებით იწყება.

მსოფლიოში რამდენიმე სეისმურად აქტიური ზონა არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი სწორედ საქართველოა, ექსპერტების მონაცემებით კავკაკსიონის ქედზეც საშიში წერტილებია, 11-დან ერთერთი(არაბეთის) ფილა ჩვენს ქვეყანასთან ყველაზე ახლოს მდებარეობს, ფილები კი მუდმივად მოძრაობენ
21 საუკუინეშიც კი ვერცერთი მეცნიერი ვერ აკეთებს პროგნოზს, როდის შეიძლება შეეჯახოს ეს ფილები ერთმანეთს.

წინასწარ მეტყველება ხდება

ციტატა
უბედურებანი, რომელნიც დაატყდებიან სოფელს ანტიქრისტეს გამეფებისას:
დაშრება ზღვა; ამოწყდებიან ცხოველები; აჩქარდება დრო

დღე იქნება როგორც საათი, კვირა როგორც დღე, თვე როგორც კვირა და წელიწადი კი როგორც თვე. რამეთუ კაცთა მზაკვრობის გამო მოხდება ისე, რომ სტიქიონებიც კი დაიძაბება, კიდევ უფრო აჩქარდება და დაიჭიმება, რამეთუ მალე აღესრულოს საუკუნეთა მერვე რიცხვისათვის (ანუ სოფლის შექმნიდან მერვე ათასწლეულისათვის) უფლის მიერ ნაწინასწარმეტყველები რიცხვი" (წმ. ნილოს მირონმდინარე – „სიკვდილისშემდგომი შეგონებან

საავტორო უფლება: ტელეკომპანია რუსთავი 2

Перевести эту страницу
კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: Ven (07.03.2010)
ნანახია: 443 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა

Block title

...

Google