გესმით თუ არა მიმიკისა და ჟესტების ენა?(ტესტი) - სხვადასხვა - სტატიების კატალოგი - VEN
შაბათი, 03.12.2016, 03:20
მოგესალმები სტუმარი | RSS

Ven მუსიკა ნოტები/ვიდეო-კარაოკე

კატეგორია

ძიება

Register | Login

Clock

Translate

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » სხვადასხვა

გესმით თუ არა მიმიკისა და ჟესტების ენა?(ტესტი)
1.რა არის მიმიკა და ჟესტი?
ა. კონკრეტულ შემთხვევაში ადამიანის სულიერი მდგომარეობის გამოხატულება - 2

ბ. საუბრის დანამატი - 4
გ. ქვეცნობიერების უნებური დამატება - 3
2. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ქალების მიმიკა უფრო მრავალფეროვანია,ვიდრე მამაკაცების?
ა. დიახ - 1
ბ. არა - 3
გ.ამაზე არ მიფიქრია - 0
3. ჩვეულებრივად როგორ ესალმებით მეგობარს?
ა. გახარებული ამბობთ: ”გაუმარჯოს”! - 4
ბ. გულით ართმევთ ხელს - 4
გ. მსუბუქად ეხვევით - 3
დ. გადაკოცნით - 4
4.რომელი ჟესტები აღნიშნავენ მთელ მსოფლიოში ერთი და იგივეს?
( შეგიძლიათ რამდენიმე პასუხი ამოარჩიოთ)
ა. უარის ნიშნად თავის გაქნევა - 0
ბ. თავის დაკვრა - 0
გ. ცხვირის შეჭმუხნა - 1
დ. შუბლის შეჭმუხნა - 1
ე. თვალის ჩაკვრა - 0
ვ. გაღიმება - 1
5. სხეულის რომელი ნაწილია ყველაზე შესამჩნევი?
ა. ტერფები - 1
ბ. ფეხები -2
გ. ხელები -3
დ. ხელის მტევნები -4
ე. მხრები - 2
6. სახის რომელი ნაწილი იქცევს საუბრისას ყვლაზე დიდ ყურადღებას?
ა. შუბლი - 2
ბ. წარბები -1
გ. თვალები - 3
დ. ცხვირი - 2
ე. ტუჩები - 3
ვ. ტუჩის კუთხეები - 2
7.მაღაზიის ვიტრინის წინ ჩავლისას და ჩახედვისას რას აქცევთ ყველაზე დიდ ყურადღებას საკუთარ თავში?
ა. ტანსაცმელს -1
ბ. ვარცხნილობას - 3
გ. სიარულის მანერას - 3
დ. საკუთარ თავს ერთიანად ათვალიერებთ - 2
ე. საკუთარი თავის ანარეკლის ყურებსა არ გიყვართ - 0
8.თქვენს მოსაუბრეში რას აქცევთ ყურადღებას?
ა. თვალებს - 3
ბ. ტუჩებს - 2
გ. ხელებს - 2
დ. საუბრის მანერას - 1
9.თუ ვინმე თქვენთან საუბრის დროს თვალს გარიდებთ, მიგაჩნიათ, რომ:
ა. ის გატყუებთ - 3
ბ საკუთარ თავში არ არის დარწმუნებული - 2
გ. ცდილობს, ყურადღება არ გაეფანტოს - 0
10.როგორ იქცევით, როცა მარტო გიწევთ საშინელებათა ფილმის ყურება?
ა. ფილმს მშვიდათ უცქერით - 4
ბ. ძალიან განიცდით - 0
გ. საშიში სცენების დროს თვალებს ხუჭავთ -1
11. შეგიძლიათ თუ არა, აკონტროლოთ თქვენი ჟესტები და მიმიკა?
ა. დიახ - 0
ბ. არა - 2
გ. ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია - 1
12. თქვენი აზრით, უმეტესად როგორ უნდა ესაუბრებოდნენ შეყვარებულები ერთმანეთს?
ა. თვალებით - 3
ბ. ხელებით - 4
გ. სიტყვებით - 1
13. როგორ ფიქრობთ, ვისგან იღებს ადამიანი ჟესტებს?
ა. ვინმესგან სწავლობს - 2
ბ. ეს თვისება თაობიდან თაობებს გადაეცემა - 4
გ. ადამიანში დაბადებიდანვეა ჩადებული - 0
14.როგორ თვლით, რას ნიშნავს ადამიანის წვერი?
ა. ვაშკაცურ იერს -3
ბ. ადამიანი თავისი სახის ნაკვთების დამალვას ცდილობა - 2
გ. უბრალოდ გაპარსვა ეზარება - 1

დააჯამეთ ქულები

47-36 ქულა: ჟესტების ენა თქვენთვის გასაგებია, შესანიშნავი ინტუიცია გაქვთ.სხვა ადამიანებსაც კარგად უგებთ. თქვენი უარყოფითი თვისება მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების მიმართ გადაჭარბებული ნდობაა. ფრთხილად იყავით, ამით შეიძლება ვინმემ სამსახურში ისარგებლოს, ან პირად ცხოვრებაში.
35-24 ქულა: ადამიანებზე დაკვირვება თქვენი ყველაზე საყვარელი საქმიანობაა, მათი ჟესტები და მიმიკაც უმეტესად გესმით და შესაბამისი დასკვნების გამოტანაც არ გიჭირთ; მაგრამ ამ თვისებებს მაქსიმალურად ვერ იყენებთ. ხანდახან თქვენზე ადამიანის მიერ წარმოთქმული სიტყვები უფრო მოქმედებს, ვიდრე მათი სახის გამომეტყველება. ამით კი შეიძლება ვინმემ შეცდომაში შეგიყვანოთ.
23-11 ქულა: მიმიკის და ჟესტების ენა თქვენთვის ისეთივე მიუწვდომელია, როგორც ჩინური, ამიტომაც ადამიანების შეფასებისას ხშირად ცდებით. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ჟესტებს ყურადღებას არ აქცევთ და მხოლოდ საუბრის შინაარსზე ხართ კონცენტრირებული. ეცადეთ, გაივარჯიშოთ ყურადღება და უკეთ გაუგოთ ადამიანებს.
ძვრფასო მომხმარებელო,თქვენ იმყოფებით საიტზე როგორც არარეგისტრირებული მომხმარებელი,გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.


კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: Ven (15.03.2010)
ნანახია: 336 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1  
me gamomivida 28 qula first king soccer

სახელი *:
Email *:
კოდი *:

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა

Block title

...

Google