ტკბილეულის სასარგებლო და საზიანო თვისებები - სხვადასხვა - სტატიების კატალოგი - VEN
პარასკევი, 24.03.2017, 05:14
მოგესალმები სტუმარი | RSS

Ven მუსიკა ნოტები/ვიდეო-კარაოკე

კატეგორია

ძიება

Register | Login

Clock

Translate

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » სხვადასხვა

ტკბილეულის სასარგებლო და საზიანო თვისებები
შოკოლადი ნახშირწყლების უმნიშვნელოვანესი წყაროა. ეს ნივთიერება აქტიურად მონაწილებს უჯრედული მემბრანის, სისხლის, ცილების, ჰორმონების „შენებაში¨ _ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია შოკოლადში აღმოჩენილი ანტიოქსიდანტები _ ნივთიერებები, რომლებიც დადებითად მოქმედებენ იმუნურ სისტემაზე, ნივთიერებათა ცვლაზე.

ბავშვს სრულფასოვანი განვითარებისათვის ყოველდღიურად ესაჭიროება 30-40 გ. ტკბილი ნახშირწყალი, ეს დაახლოებით 2 ცალი კამფეტი, ზეფირი ან ნამცხვარია. მათი განაწილება იოლია, საუზმეზე ტკბილი ჩაი ან კაკაო, სადილის შემდეგ დესერტი. ვახშამმა აუცილებლად ტკბილეულის გარეშე უნდა ჩიაროს.

კამფეტში არსებული საქაროზა წარმოქმნის რძის მჟავას, რომელიც პირის ღრუში არსებულ ბუნებრივ მჟავე არეს ამაღლებს. თუ ტკბილეულს სადილზე ან სამხარზე მიირთმევთ, მაშინ პირის ღრუში დარჩენილი ნადები კბილებს დამანგრეველი საქაროზას მოქმედებისაგან დაიცავს. მაგრამ თუ კამფეტით პირი ჩაიტკბარუნეთ ჭამიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, მაშინ კბილის მინანქარი დაუცველი რჩება და ჯანმრთელ კბილებს კარიესის საფრთხე დაემუქრებათ.

რომელი სახის ტკბილეული უნდა მივანიჭოთ უპირატესობა, რათა მისგან, რაც შეიძლება, მეტი სიკეთე და ნაკლები ზიანი მივიღოთ?

კანფეტებიდან სასურველია ავირჩიოთ შოკოლადი. ნუ მიეძალებით ე.წ. ჯოხიდან საწუწნ კამფეტს. ეს უბრალოდ გამდნარი არომატული შაქარია. მათი კვებითი ღირებულება ნულის ტოლია, ხოლო ფერმენტულ სისტემაზე დამატებითი დატვირთვაა.

სასარგებლოა თხილიც. ის აძლიერებს ნაწლავთა პერისტალტიკას, შეიცავს დიდი რაოდენობით მცენარეულ ცილას, მინერალურ მარილებს, უმჯობესია შეიძინოთ და მიირთვათ ნატურალური სახით ან შაქრიანი მინანქრით.

კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: Ven (30.03.2010)
ნანახია: 367 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

მინი-ჩეთი

სტატისტიკა

Block title

...

Google