კეიკო მაცუი 1963 წლის 26 ივლისს ტოკიოში დაიბადა. ხუთი წლის ასაკში პიანინოს და მუსიკის შესწავლა დაიწყო. 1992 წელს მეგობრებთან ერთად დაარსა ჯგუფი Cosmos, ჯგუფთან ერთად შვიდი ალბომი ჩაწერა, ჯეზ ფიუჟენის, იგივე ჯაზ როკის სტილში.
მეუღლე — კაძი მაცუი, პროდიუსერი, კეიკოსთან მუშაობს.
1999 წელს Oasis Awards-ის ცერემონიალზე კეიკომ წლის საუკეთესო ჯაზის არტისტის ტიტული მიიღო.