სიზმარი
წუხელ ღრმა ძილში სიზმრადგიხილე,
ვითომ მზე ვიყავ და ვანათებდი,
მე კი ვიყავი ვარდის კოკორი,
ბაღს ჩემი ხიბლით ვალამაზებდი.
შენ კი ყოველ დღე თავს დამყურებდი,
ვხედავდი მხოლოდ მე მიყურებდი,
მე ნელა-ნელა წამოვიზარდე,
და მომხიბვლელად გადავიშალე.
მხოლოდ თბილ სხივებს მაფრქვევდი თავზე,
ოდნავ ცივ სიოს არ მაკარებდი,
მე კი მომწონდა ეს მზრუნველობა,
ასე ხშირად რომ მანებივრებდი.
შენ მერე ვითომ ახლოს მოხვედი,
და მეამბორე ლამაზ ფურცლებზე,
მე კი შენს ამბორს ვეგარ გავიძელ,
და დავიფერფლე იქვე-ბუჩქებზე.