ბუტერბროდი შპროტით .მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ხორბლის ფქვილის ბატონი, გუშინდელი – 1 ცალი, შპროტი – 1 ქილა, ჰოლანდიური, ან სხვა მაგარი, ყველი – 150 გრ., ნიორი – 2-3 კბილი, ლიმონი (გასაფორმებლად) – 1 ცალი, ზეითუნის ზეთი (პურის შესაწვავად) – 30 გრ., მწვანილი (გასაფორმებლად).
მომზადების წესი:
ყველს მოაჭერით ქერქი და დაჭერით თხელ განიერ ნაჭრებად (ყველი ულუფისათვის თითო ნაჭერი). პური დაჭერით 1 სმ. სისქის ნაჭრებად და შებრაწეთ ზეთში ან ”გახუხეთ” ტოსტერში. შემდეგ წაუსვით ნიორი, დაადეთ 2-3 თევზი, შემდეგ ყველის ნაჭერი და მოათავსეთ ქურაში 170º ან ტოსტერში, რომ ყველი გადნეს. სუფრასთან ცხლადვე მიიტანეთ, წინასწარ მორთეთ ლიმნის ნაჭრითა და მწვანილის ფოთლით.
ულუფების რაოდენობა: 6, მომზადების დრო: 15 წუთი.[/b] :snack: B)
[color=purple]